Friday, 16 November 2018

მერვე დღე

დღევანდელი  დღე დაიწყო დავალების შემოწმებით.
შემდეგ პრეზენტაციის შეფასებისა  და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა მოვარგეთ ჩვენს პროექტს და წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. შემდეგ ეს ფაილები ავტვირთეთ ჩვენს დრაივზე googl-ში.
შემდეგ ერთერთმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პროექტიდან  ერთერთი საკითხი.
შემდეგ განვიხილეთ სახელმძრვანელოდან მე-6 მოდული, სადაც საუბარია დიფერენცირება და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.
განვიხილეთ და დრაივზე ავტვირთეთ კონელის კითხვარი- მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი. ასევე განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მე-7 მოდული, სადაც საუბარია როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამისთვის დამხმარე მასალად შევიმუსავეტ შაბლონი ფასილიტაციისთვის.
 ბოლოს შევაჯამეთ სამუშაო დღე და  ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.
დღევანდელი დღე საინტერესოდ დატვირთულ,  მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი იყო.

Sunday, 11 November 2018

დღე მეშვიდე

შევამოწმეთ საშინაო დავალება. მოვახდინეთ  google slid-ის პრეზენტაცია, მივიღეთ შენიშვნები, რომელსაც გავითვალისწინებ შემდეგში მუიშაობის დროს. მივიღეთ დავალება ნიმუშის სახით , რომლის მიხედვითაც ჩვენს გეგმაში მოვახდენ კორექტირებას. ვიმუშავეთ მოდული 4-ის სასწავლი ნიმუშის შექმნაზე,შევქმენი მოსწავლის ჩეკლისტი და დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შევსება. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.

Saturday, 10 November 2018

მეექვსე დღე

შევამოწმეთ საშინაო დავალება, შევასწორეთ ხარვეზები. ვისწავლეთ და ვიმუშავეთიImages.google.com-ზე გავეცანით საძიებო სისტემებს, ვისწავლეთ ლინკების ჩასმა ბლოგზე, ვიმუშავეთ google drive-ზე კითხვარის სტრუქტურაზე.

გეომეტრიული ფიგურები

Friday, 9 November 2018

მეხუთე დღე

განვიხილეთ საშინაო დავალება, შევავსეთ შეფასების ჩარჩო, შევქმენით პრეზენტაციის ჩეკლისტი და ვიმუშავეთ Googl პრეზენტაციაზე, განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე. მივიღეთ დავალება პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Sunday, 4 November 2018

დღე მეოთხე

დღეს შევამოწმეთ საშინაო დავალება, მივიღეთ შესწორებები . გავეცანით დღის გეგმას. ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე, გავეცანით შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტებს. ბლოგში შევიტანეთ ახალი გვერდი.

Saturday, 3 November 2018

მესამე დღე

ჩვენ დღეს ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, დავიწყეთ ჩეკლისტზე მუშაობა და ვიმუშავეთ თემატურ, შინაარსობლივ და ზოგადი კითხვების დასმაზე. მივიღეთ დავალება რომ,  შევადგინოთ ჩეკლისტი და ბროშურა,  გეგმაში შევიტანოთ კითხვები.